2025 წლის იანვარ-მაისში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. აქედან ექსპორტი 14.6 %-ით, 2.6 მილიარდ დოლარამდე, იმპორტი კი – 12.8 %-ით 7.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქართველოდან ექსპორტში ყველაზე მაღალი წილი კვლავ ავტომობილებს უკავია, შემდეგ მოდის ძვირფასი ლითონები, სპირტიანი სასმელები, ღვინო და ფეროშენადნობები.