სამომხმარებლო ფასების შემცირების ინიციატივა

21:14, 27.01.2026

არსებობს თუ არა სასურსათო პროდუქტებზე ფასების დაწევის რესურსი – ბიზნეს სექტორთან გამართული კონსულტაციების შემდეგ ხელისუფლების პროგნოზები ოპტიმისტურია.

მთავრობა ისეთი მექანიზმების შემუშავების აუცილებლობაზე მიუთითებს, რომელიც ბიზნესის ინტერესებს არ დააზიანებს, მოსახლეობას კი პროდუქტების მაღალი ღირებულებით გამოწვეულ ტვირთს შეუმსუბუქებს. ის, რომ ფასების დაწევის რეალური პერსპექტივა არსებობს, ამას სპეციალისტების ნაწილიც ადასტურებს. განიხილება ევროპული პრაქტიკის ქართულ რეალობაში გადმოტანა, რაც ქსელური მარკეტების მხრიდან, მწარმოებლებისა და მიმწოდებლებისთვის დაწესებულ გადასახადებზე, კონკრეტული ზედა ზღვარის დადგენას გულისხმობს. როგორ უნდა მოხდეს ფასების რეგულირება ისე, რომ ყველა მხარის ინტერესი გათვალისწინებული იყოს, საკითხის განხილვას მომავალ კვირას საპარლამენტო კომისიაც დაიწყებს. სურსათზე არსებული მაღალი ფასნამატი არ არის ერთადერთი საკითხი, რაც მთავრობის ინტერესს იმსახურებს. ხვალ სამთავრობო კომისია ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

მსგავსი