დახმარება დასაქმებაში

ევროკავშირის პროგრამა მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად.

ძალადობის მსხვერპლი ადამიანები, მარტოხელა მშობლები, პენსიონრები და შშმ პირები – ეს იმ ადამიანთა კატეგორიებია, რომლებსაც სამსახურის მოძიება და დასაქმება ყველაზე მეტა უჭირთ. პრობლემის მოგვარების პროცესში ევროკავშირი ჩაერთო. პროგრამა ორ მიმართულებას მოიცავს – კონკრეტული ხელობის დაუფლებას ან გადამზადებას და კერძო სექტორთან დაკავშირებას. ერთი წლის წინ დაწყებული პროექტის შედეგები დღეს წარმოადგინეს. როგორც ირკვევა, პროცესში არაერთი დილემა არსებობს.