ომი უკრაინაში - მოსკოვი დიპლომატებს კიევის დატოვებისკენ მოუწოდებს 

ინტენსიური შეტევების ახალი ფაზა უკრაინის წინააღმდეგ. ბოლო ორ დღეში მიტანილი მასშტაბური იერიშების შედეგად დაბომბილია ათეულობით ობიექტი, თავდასხმების სამიზნედ იქცა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც. არის მსხვერპლი. დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. კიევთან ერთად დაიბომბა უკრაინის რამდენიმე ოლქი. ოკუპირებული ლუგანსკის ქალაქ სტარობილსკის დაბომბვის პასუხად რუსეთი გაჩერებას არ აპირებს. საგარეო უწყება დარტყმების გაგრძელებას აანონსებს. რამდენიმე საათის წინ გავრცელებული განცხადების ადრესატები უცხო ქვეყნის მოქალაქეები და საერთაშორისო ორგანიზაციები არიან, რომლებსაც ლავროვის უწყება კიევის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს. გადაწყვეტილების მიღების ცენტრები და სამეთაურო პუნქტები – ეს ადგილები ცხადდება მთავარ სამიზნეებად. მოწოდებაა, რომ უკრაინის მცხოვრებლები სამხედრო და ადმინისტრაციულ ინფრასტრუქტურას მოერიდონ.

მოსკოვის მუქარა და ევროპის ქვეყნების მზარდი ზეწოლა რუსეთზე – სალომე თორაძის რეპორტაჟი.