შემთხვევა გორში – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

21:05, 27.05.2026

მძიმე კადრები გორიდან – ე.წ. კომბინატის დასახლებაში გადაღებული ვიდეომასალა გამოძიების დაწყების მიზეზი ხდება. ორი მოქალაქე სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. კადრებში ჩანს, როგორ ცემენ წაქცეულ მამაკაცებს და როგორ ცდილობენ ერთ-ერთის დაკავებას. ადგილზე 10-მდე პოლიციელი იმყოფება. პროკურატურამ ძიება ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების მუხლით დაიწყო. პირი, ვისზეც იძალადეს, საქართველოს ბანკის თანამშრომელი პაპუნა ლოცულაშვილია, რომელიც ახლა, ადვოკატის ინფორმაციით, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მომხდარის დეტალებს ლოცულაშვილის მეგობარი ყვება, რომელიც თავადაც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. თვითმხილველის მონაყოლის მიხედვით, ფიზიკურ თავდასხმას და ძალადობრივ ქმედებებს წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. ფაქტს ეხმაურება სახალხო დამცველი, რომელიც ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

მსგავსი