სომხეთი გეოპოლიტიკური არჩევანის წინაშე

21:43, 27.05.2026

სომხეთის ევროკავშირთან დაახლოებას რუსეთი მუქარებით პასუხობს. თუ სომხეთი ევროინტეგრაციის გზას დაადგება, შესაძლოა რუსეთისგან იაფი რუსული გაზი და ნავთობპროდუქტები ვეღარ მიიღოს. შესაბამისად, სომხეთის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება მოსკოვთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის შენარჩუნებას საფრთხეს უქმნის. რუსეთი მუქარიდან მოქმედებაზე გადავიდა და შეზღუდვები უკვე დააწესა სომხეთიდან გარკვეული საქონლის იმპორტსა და გაყიდვაზე, მათ შორის გარკვეული მწარმოებლების ღვინოებსა და ბრენდებზე, ბოსტნეულზე, ხილსა და ყვავილებზე. მოსკოვის გზავნილია, რომ სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაცია ევრაზიის ეკონომიკური კავშირში წევრობასთან შეუთავსებელია.
რუსეთი სომხეთისგან ითხოვს, რაც შეიძლება მალე გადაწყვიტოს, რჩება ევრაზიულ კავშირში, თუ მიდის ევროკავშირში. რუსეთის პრეზიდენტმა სომხეთს ამ საკითხის განხილვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მოახლოებულ სამიტზე შესთავაზა, რომელიც ხვალ ასტანაში გაიხსნება. თუმცა აქტიურ საარჩევნო კამპანიაში ჩართული ფაშინიანი სამიტს არ დაესწრება.

 

მსგავსი