ომი უკრაინაში - რუსეთ-ევროკავშირის მოლაპარაკებების პერსპექტივა  

უკრაინასა და რუსეთს შორის რამდენიმე თვით გაყინული მოლაპარაკებების განახლების შემთხვევაში, ვინ უნდა იყოს შუამავალი – ევროპელი დიპლომატები პროცესში ბრიუსელის წარმომადგენლის შესაძლო კანდიდატურებს განიხილავენ, თუმცა კონსენსუსი ჯერ არ არსებობს. განხილვის თემაა ისიც, არის თუ არა მიზანშეწონილი დიალოგის განახლება. პარალელურად ბრიუსელში მოლაპარაკებების დაწყების სანაცვლოდ მოსკოვს კონკრეტულ წინაპირობებს უყენებენ და აცხადებენ, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნეიტრალური შუამავლები ვერ იქნებიან, რადგან მხარს კიევს უჭერენ. რუსეთის მხრიდან გააქტიურებული თავდასხმების ფონზე, უკრაინაში მოსკოვთან დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმატების ფაქტობრივად არ სჯერათ. უკრაინის პრეზიდენტი თხოვნით მიმართავს ამერიკელ კოლეგას, რუსულ ბალისტიკურ რაკეტებთან გასამკლავებლად დამატებითი აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა გამოყოს.