ევროკავშირს უკრაინაზე მოლაპარაკებების ფარგლებში, შეუძლია რუსეთს არმიის შემცირება, მოლდოვიდან და საქართველოდან კი ჯარების გაყვანა მოსთხოვოს – ეს განცხადება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ჟურნალისტებთან გააკეთა და განმარტა, რომ ეს ევროპული უსაფრთხოების ინტერესშია. კაია კალასის გზავნილს „ქართულ ოცნებაში“ სკეპტიკურად აფასებენ. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, საქართველოს წინააღმდეგ ევრობიუროკრატიის წარმომადგენელთა ზღვარგადასულ ქმედებებს ბრიუსელი რამდენიმე განცხადებით ვერ გადაფარავს.