„სინამდვილეში, პეტერ ფიშერის განცხადება არის გერმანიის ისტორიით დაღდასმული მგრძნობელობა, როდესაც წარსულის გაქრობა უფრო დიდ იდენტობაში გათქვეფით წარმოგიდგენია“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში გააკეთა.
როგორც შალვა პაპუაშვილი წერს, გერმანიის ელჩი საკუთრივ ქართველად ყოფნას არასაკმარისად თვლის, საჭიროა, ქართველი დამატებით მეორე იდენტობას ფლობდეს. „წარმავალმა ელჩმა კი უმჯობესია, იმაზე იფიქროს, როგორ ქვეყანაში მოუწია ჩამოსვლა და რამდენი რამ ვერ გაიგო აქაურობის“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, პეტერ ფიშერმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ზოგიერთმა ქართველმა იცის, რას ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანება. „სხვები ამბობენ, არ გამაჩნია უკეთესი ალტერნატივა, არ მსურს, ვიყო რუსი ან თურქი, ირანელი ან აზერბაიჯანელი, მხოლოდ სომხეთთან ერთად ყოფნა, შესაძლოა, არასაკმარისი იყოს“. – განაცხადა გერმანიის ელჩმა.