პრემიერის ღია წერილი ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს 

წერილი თბილისიდან – შეჩერებული დიალოგის და გაუარესებული ურთიერთობის ფონზე საქართველოს პრემიერი ევროკავშირის ლიდერებს წერილობით მიმართავს.

მთავრობის მეთაურის შეკითხვები დანიაში ოთხი დღის წინ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. მძიმე კადრები, რომლებიც მთელმა მსოფლიომ ნახა, ოფიციალური თბილისისთვის ბრიუსელის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი უსამართლო დამოკიდებულების და ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. საუბარია წინა კვირას კოპენჰაგენში დარბეულ აქციაზე, რა დროსაც პოლიციამ მშვიდობიან დემონსტრანტებზე ჯერ ხელკეტებით იძალადა, შემდეგ კი დანიური გადამზიდი კომპანიის სათაო ოფისთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს გაწვრთნილი ძაღლები მიუქსია. ირაკლი კობახიძეს აინტერესებს, რა პოზიცია აქვთ ევროსტრუქტურების ხელმძღვანელებს დანიელი სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტებაზე, მითუმეტეს, რომ სწორედ დემონსტრანტების მიმართ პოლიციის ქმედებები და ადამიანის უფლებრივი მდგომარეობაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ევროკავშირმა საქართველოსთან ყველა დონეზე დიალოგი შეაჩერა. დემოკრატიული სტანდარტების უგულებელყოფის გამო ოფიციალური თბილისი არაერთხელ გააკრიტიკეს დანიიდანაც.

იქნება თუ არა პასუხი ბრიუსელიდან, რომელსაც დღეს კოპენჰაგენის გარდა ორმაგი სტანდარტის სხვა მაგალითებიც შეახსენეს – სალომე ქოქიაშვილი მუშაობდა თემაზე.