პოლიტიკური შეფასებები
ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა 13 მაისს დანიაში პოლიციის მიერ ხელკეტებითა და ძაღლებით მშვიდობიანი აქციის დაშლის თემა. აღნიშნულ ფაქტს ისევ არ გამოხმაურებია არცერთი ქვეყნის საელჩო და არც პრემიერის ღია წერილის შემდეგ გაუკეთებიათ განცხადებები ბრიუსელის ოფიციალურ პირებს.
ორმაგი სტანდარტი, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს უსამართლო და შერჩევით მიდგომას, – ასე აფასებენ უმრავლესობის წევრები დანიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკოსებისა და ელჩების დუმილს.