ადაპტირებული ვებ-გვერდი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდით სარგებლობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც შეძლებენ.

გაერო-ს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის დახმარებით განხორციელდა საქსტატის ვებ-გვერდის ადაპტირება უსინათლო და მცირემხედველ პირებზე. მას დაემატა როგორც კონტრასტის ცვლილების, შრიფტის გადიდების, ასევე ტექსტის გახმოვანების ფუნქცია ქართულ და ინგლისურ ენებზე. გარდა ამისა, მას დაემატა სხვადასხვა სახის მაჩვენებელთა გაანგარიშების მეთოდოლოგიური ვიდეორგოლების თარგმნა სურდო თარჯიმნის საშუალებით.