ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები
ეკონომიკა ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. ამაზე მეტყველებს „საქსტატის“ მონაცემები, რომლის მიხედვითაც, პირველ რვა თვეში საქართველოს ეკონომიკა 7,9 %-ით არის გაზრდილი. ინფორმაციისა და კომუნიკაციის, განათლების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – ეს იმ სექტორების მხოლოდ ნაწილია, რომელიც ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მთლიანი შიდა პროდუქტის მატებას ხელს უწყობს საგარეო ვაჭრობის პოზიტიური მონაცემებიც. პოზიტიური დინამიკის ფონზე საქართველოსთან მიმართულებით უმჯობესდება გლობალური საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებიც.