საქმიანი ეზოს პროექტი

ეროვნული სატყეო სააგენტო, ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებასა და დახარისხება-დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“. ერთ-ერთი ასეთი სივრცე გურჯაანშიც მოეწყო. ტყის ახალი კოდექსი,  სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანიც ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, ასევე სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენებაა. წლის ბოლომდე,  ქვეყნის მასშტაბით  სულ  26   „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.

დატოვე კომენტარი