ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმის მთავარი მიმართულებები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს გააცნო. დაგეგმილი სატყეო რეფორმის მიზანი ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერებასთან ერთად, ტყის დაცვისა და ტყით სარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაა. სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია უბრუნდება. შეხვედრაზე შიდა ქართლის სატყეო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მიხეილ ბარნოვი წარადგინეს.