„მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტმა ევროპული ჯილდო მიიღო

21:45, 03.06.2026

ქართული „მობილური იუსტიციის სახლი“ ევროპაში საჯარო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გავლენიანი კონკურსის გამარჯვებულია. ეფექტიანი, ინოვაციური და მოქალაქეებზე მორგებული მომსახურების გამო მობილურ იუსტიციის სახლს „კარგი პრაქტიკის“ სერტიფიკატი გადაეცა. საერთაშორისო კონკურსი საჯარო სექტორის ინოვაციურ პროექტებს მთელი ევროპიდან აერთიანებს და მათ შორის საუკეთესოებს ასახელებს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტი მობილური იუსტიციის სახლი, რომელიც ხუთი წლის წინ დანერგა ამ ეტაპზე მთელ საქართველოს ფარავს. ის მოქალაქეებს 500 მეტი საჯარო სერვისით სარგებლობის შესაძლებლობას სახლიდან გაუსვლელად ადგილზე სთავაზობს.

მსგავსი