საზაფხულო პროგრამები თბილისელი ახალგაზრდებისთვის
საზაფხულო პროგრამებში ჩასართავად რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. თბილისში დარეგისტრირებული მოქალაქეებისთვის გათვალისწინებულია 3 000 ადგილი. პროგრამა დედაქალაქსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში რამდენიმედღიან შეკრებას და კულტურულ-შემეცნებით და სპორტულ აქტივობებში მონაწილეობას ითვალისწინებს. წლების წინ ამოქმედებული პროექტი რამდენიმე თემატურ ნაკადს მოიცავს. პროგრამა მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილეები წინასწარ მათ მიერვე შერჩეული თემების და ასაკის მიხედვით ჯგუფებად დაიყოფიან. პროგრამის ფარგლებში 14-დან 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებს სხვადასხვა აქტივობას, დისკუსიებს, ტრენინგებსა და სალექციო კურსს შესთავაზებენ.