„აფხაზეთის ფერებით – თაობათა დიალოგი“
პროექტი „აფხაზეთის ფერებით – თაობათა დიალოგი“ აფხაზ და ქართველ დევნილ ხელოვანებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს აერთიანებს. კვირაზე მეტია, ისინი საერთო შემოქმედებით სივრცეში ცხოვრობენ და მუშაობენ. კულინარიული ტრადიციები, კულტურული მეხსიერება და საერთო შემოქმედებითი პროცესი , „მოამბე – რეგიონების“ მომდევნო რეპორტაჟში ნახავთ, თუ როგორ ცდილობენ ხელოვანები ერთმანეთთან მიმავალი გზების პოვნას. აფხაზური მელოდიების ფონზე აფხაზეთის ფერები „არტ ვილა გარიყულაში“ ცოცხლდება.