დედამიწის დღე

21:50, 22.04.2026

22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება.

თარიღთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებმა   პრეზენტაციები წარადგინეს თემაზე „ტყე და დედამიწა“. ღონისძიების ფარგლებში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად 22 ტუიას სახეობის ნერგი დაირგო. დედამიწის დღე გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დღეა, რომელიც 1970 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა. მისი ინიციატორი ამერიკელი სენატორი, გეილორდ ნელსონი იყო.

მსგავსი