სატყეო რეფორმის განხილვა 

მცხეთა-მთიანეთის თვითმმართველობასთან სატყეო რეფორმის განხილვა მიმდინარეობს. ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია უბრუნდება. გათვალისწინებულია ტყის 401 მცველის დამატება. რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს ტექნიკური გადაიარაღება. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ასევე მცხეთა-მთიანეთის სატყეოს სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, გიორგი თათარაშვილი წარადგინა.