ჭალის ტყის აღდგენის პროექტი
ეროვნული სატყეო სააგენტო, კახეთის რეგიონში 600 ჰექტარის ფართობზე, ჭალის ტყის აღდგენის პროექტს ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობასა და ტყის მართვის მეთოდოლოგიას, სატყეო სექტორის სპეციალისტები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილზე გაეცნენ. სამუშაოები პროექტის ECO Georgia-ს ნაწილია და კახეთის გარდა, მცხეთა-მთიანეთს და გურიასაც მოიცავს. სამივე რეგიონში, ჯამში 20 000 ჰექტარი ტყის ფართობის აღდგენაა დაგეგმილი. პროექტი კლიმატის მწვანე ფონდის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება.