ხელოვნების მულტიპროფილური სასახლე რუსთავში

12:37, 21.04.2026

რუსთავის მერია კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს იწყებს. ქალაქის მერმა საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, სამუსიკო სკოლების პედაგოგებს ხელოვნების ახალი სასახლის კონცეფცია წარუდგინა. ახალი, შენობა 5 700 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს და ერთ თანამედროვე სივრცეში გააერთიანებს ქალაქის სამ სამუსიკო სკოლას, საკონცერტო დარბაზს, მედიათეკას, ღია საღონისძიებო მოედანსა და ლაუნჯ ბარს. სივრცე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. ხელოვნების სასახლე ქალაქის განვითარების ახალი გეგმის ნაწილია. პროექტის კონცეფციაზე რუსთავის მერია, დარგის სპეციალისტებთან და პედაგოგებთან ერთად მუშაობს.

მსგავსი