კონკურსი „მომავლის საქართველო“ დასრულდა
ეროვნული კონკურსი „მომავლის საქართველო“ დასრულდა. დასკვნით ღონისძიებაზე სკოლის გუნდებმა დამსწრე საზოგადოებას ქვეყნის მასშტაბით შერჩეული და გამარჯვებული 30 საუკეთესო პროექტი წარუდგინეს. გამარჯვებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. ეროვნული კონკურსის, „მომავლის საქართველოს“ შესარჩევი ტური მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2024 წლის ივნისში დაიწყო და ნოემბერში დასრულდა. მასში ზოგადი განათლების სამივე საფეხურის 150-მდე სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.