ახალი რეგულაცია სატყეო ხანძრების პრევენციისთვის.
ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ტყის მასივებში ცეცხლის კერების გაჩენას ძირითადად დაუდევრობის ფაქტები იწვევს. მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად სატყეო სააგენტომ სპეციალური კამპანია დაიწყო, რაც ტყეში მოქცევის და უსაფრთხოების წესებზე მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად. შესაბამის წესებს დაინტერესებული პირები ადგილზე დამონტაჟებული ბანერების გარდა უკვე „ქიუარ“ კოდითაც გაეცნობიან.
„მოამბის“ გადამღები ჯგუფი ბორჯომის ტყეში იმყოფებოდა.