„ქართული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები“

ერთად თავმოყრილი უძველესი ხელნაწერები და უნიკალური მასალები – ეროვნული არქივის ახალი გამოცემა მე-9-მე-19 საუკუნეების ხელნაწერი ისტორიული მემკვიდრეობის ყველაზე მნიშვნელოვან მასალებს და დოკუმენტებს აერთიანებს. ალბომში მოხვდა მეფეების და პატრიარქების ავტოგრაფები და წერილები ბეჭდებით.

გამოცემაში მოხვდა ისეთი ხელნაწერებიც, რომელიც საზოგადოებისთვის აქამდე ცნობილი არ იყო. წიგნი ალბომი, რომელიც უნიკალურ დოკუმენტებს აერთიანებს, შეზღუდული რაოდენობით არის დაბეჭდილი და ხელმისაწვდომია ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში.