საიუბილეო გამოფენა ვახტანგ VI-ის შესახებ 

18:30, 30.09.2025

ეროვნულ არქივში ვახტანგ VI-ის შესახებ საიუბილეო გამოფენა გაიხსნა.

ექსპოზიცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა მეფე ვახტანგ VI-ის დაბადებიდან 350 წლის იუბილეს მიუძღვნა. გამოფენაზე წარმოდგენილია მეფის გაცემული საბუთები, მისი ავტოგრაფული ხელნაწერები, პირველი ქართული სტამბის ძველნაბეჭდი წიგნები და ვახტანგ VI-ის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები.  გამოფენა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. გამოფენაზე დასწრება  თავისუფალია.

მსგავსი