რესტავრირებული ქართული ანიმაციური ფილმები
საჩუქარი პატარებს. ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავად ეროვნულმა არქივმა კიდევ ერთ უნიკალურ პროექტზე დაასრულა მუშაობა. ციფრულ მატარებლებზე გადაიტანეს 60 და 70-იან წლებში შექმნილი პოპულარული ქართული ანიმაციური ფილმები – რეკონსტრუქციის დროს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღდგა ხმა და გამოსახულება.
რესტავრირებული ხუთი ანიმაციის ჩვენება ეროვნული არქივის კინოთეატრში პირველ ივნისს გაიმართება. პარალელურად, ძველი ანიმაციების განახლების პროცესი გრძელდება. მათ შორის რესტავრატორები მუშაობენ საზოგადოებრივ მაუწყებლის არქივში დაცული ანიმაციების რესტავრაციაზეც.