ქართული კინო მემკვიდრეობა და უნიკალური ნამუშევრები – თითქმის საუკუნის წინ შექმნილი უხმო ფილმები ეროვნულ არქივში იქნება ნაჩვენები. რესტავრაციის და ციფრულ მატარებლებზე გადატანის შემდეგ მაყურებელი ნამუშევრებს პირველად ნახავს. მათ შორის ორი მანამდე ნაჩვენები არასდროს ყოფილა.
ქართული კინოს მნიშვნელოვანს ნიმუშებს რესტავრირებული სახით აუდიტორიას პირველად წარუდგენენ. ეროვნული არქივის კინო დარბაზში ჯამში რვა ფილმის ჩვენება გაიმართება.