საარქივო მასალის გადაცემა

ნოე რამიშვილის შვილიშვილმა, მიშელ რამიშვილმა ეროვნულ არქივს ბაბუის პირადი წერილები და მათ ოჯახში დაცული სხვა საარქივო მასალა გადასცა. მათ შორის  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნოე რამიშვილის მიერ მეუღლისთვის – მარიამ გოგიაშვილისთვის 1924-1930 წლებში გაგზავნილი წერილები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს ქართველი პოლიტიკოსის ხასიათს, მის დამოკიდებულებასა და სიყვარულს ოჯახის მიმართ.

მიშელ რამიშვილმა ეროვნულ არქივს ასევე გადასცა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს პერიოდული გამოცემა „ჩვენი დროშის“ 1950 წლის ნომერი; ქართული პერიოდული პრესის ნიმუშები და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია.