გელა კანდელაკის ფილმების რეტროსპექტივა 

ცნობილი რეჟისორის მრავალმხრივი შემოქმედება კიდევ ერთხელ გაცოცხლდება. ეროვნული არქივის კინოთეატრი გელა კანდელაკის ფილმებს წარმოადგენს. მაყურებელი მხატვრული თუ დოკუმენტური ნამუშევრების აღდგენილ ვერსიებს, მისი მონაწილეობით ცნობილ ფილმს და რეჟისორის ხელმძღვანელობით შექმნილ ანიმაციურ ნამუშევრებს ნახავს. კინო ჩვენებები რეჟისორისა და მსახიობის იუბილეს ეძღვნება.

არაერთი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმის ავტორს უკავშირდება „ჩრდილების თეატრის“ დაარსების იდეაც. „ბუდრუგანა“, რომელიც ცნობილმა რეჟისორმა 80-იან წლებში დევნილი ახალგაზრდების მონაწილეობით შექმნა, დღემდე ფუნქციონირებს და სპექტაკლებს საქართველოს მასშტაბით მართავს.