ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი

პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ გამარჯვებული თბილისის 64-ე საჯარო სკოლა გახდა. მეორე ადგილზე გავიდა თბილისის 161-ე საჯარო სკოლა, მესამე ადგილი კი ფოთის პირველმა საჯარო სკოლამ დაიკავა.

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში წარმატებული ასპარეზობისთვის საჩუქრები გადაეცათ ფინალისტებს, ყველაზე მაღალმთიანი რეგიონის წარმომადგენლებს. პროექტი საქართველოს იუსტიციისა და განათლების სამინისტროების მხარდაჭერით განხორციელდა.