ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქართული ანიმაციური ფილმების კინოჩვენება მოეწყობა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში ქართული ანიმაციური ფილმების კინოჩვენება მოეწყობა. წარმოდგენილი იქნება ხუთი ნამუშევარი, რომელიც მეოცე საუკუნესა და თანამედროვე პერიოდს აერთიანებს. მაყურებელი იხილავს ეროვნულ არქივში დაცულ და ციფრულად რესტავრირებულ ფილმებს: „ექიმი თხუნელა“, „ლოკოკინა“, „მეტყევე და ბრაკონიერი“, ასევე საქართველოს ანიმატორთა ასოციაციის „საქანიმას“ მიერ მოწოდებულ ფილმებს – „ჯიბის კაცი“ და „ზოლემია“.