ისტორიული ხელნაწერები და აქტი, რომელმაც 35 წლის წინ საქართველოს მომავალი განსაზღვრა.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის პირველადი სამუშაო ვერსიები ეროვნული არქივის საკუთრება ხდება. რარიტეტული ხელნაწერები არქივს მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა გადასცა. დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი 1991 წლის 9 აპრილს პარლამენტმა 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე მიიღო. მაშინ გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა. ეროვნული არქივისთვის გადაცემულ დოკუმენტში შესწორებებთან ერთად ასახულია ცხრა დღიანი სამუშაო პროცესი, რომელიც ისტორიული მნიშვნელობის აქტის მიღებას უძღოდა წინ.
როგორ შეიქმნა 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელი უზენაესი საბჭოს მიერ დამტკიცებული აქტი – გენო ოსიყმაშვილი დეტალებით.