არქივების საერთაშორისო დღე

იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ ეროვნული არქივის თანამშრომლებს არქივების საერთაშორისო დღე მიულოცა და ეროვნული არქივის დირექტორ თეონა იაშვილთან ერთად, არქივის გამორჩეული თანამშრომლები სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა, ორ თანამშრომელს კი,  დამსახურებული არქივისტის წოდება მიანიჭა. დღესვე საქართველოს ეროვნული არქივის პირველი სამეცნიერო-საინფორმაციო კონფერენცია „საქართველოს არქივები“ გაიხსნა. კონფერენცია მიზნად ისახავს, არქივებს შორის მჭიდრო კავშირების სტიმულირებას და ინსტიტუციური კულტურის გაძლიერებას. კონფერენციაში მონაწილეობენ ეროვნული არქივის თანამშრომლები თბილისიდან და რეგიონებიდან.