გამოფენა „წმინდა ნინო – საქართველოს განმანათლებელი“ 

21:59, 26.01.2026

17 საუკუნის წინანდელი უდიდესი მოვლენა და წმინდა ნინოს განსაკუთრებული მისია – საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელი გავიდა. თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს შორისაა წმინდა ნინოს შესახებ გამოფენა, რომელსაც ეროვნული არქივი უმასპინძლებს. დამთვალიერებელი 17-საუკუნოვანი ისტორიის ამსახველ უნიკალურ მასალებსა და ექსპონატებს ნახავს.

ექსპოზიცია აერთიანებს ეროვნული არქივის საექსპედიციო გუნდის ნამუშევრებსაც. მკვლევარებმა რომლებიც წმინდა ნინოზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ, წმინდანის ფრესკები სხვადასხვა ეკლესიაში გადაიღეს. გამოფენა სახელწოდებით, „წმინდა ნინო – საქართველოს განმანათლებელი“ ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში ხვალ გაიხსნება.

მსგავსი