პროფკავშირების განცხადება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერები, „შრომის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ შეთანხმებული ვერსიიდან მნიშვნელოვანი პუნქტები ამოღებულია. მათი თქმით საუბარია ქალისა და კაცის მიერ შესრულებული თანაბარი ღირებულების სამუშაოსთვის თანაბარ ანაზღაურებაზე, მოკლევადიანი ხელშეკრულების დადების წინაპირობაზე, დეკრეტულ შვებულებაზე, 24 საათიანი სამუშაო ცვლების შეზღუდვაზე, ღამის სამუშაოებზე დასაქმებულთათვის შეღავათებზე, სოლიდარობის გაფიცვასა და სხვა საკითხებზე. გაერთიანებული პროფკავშირები მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს კეთილსინდისიერად და სამართლიანად შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაატაროს შრომის კოდექსის რეფორმა იმგვარად, რომ მოხდეს დასაქმებულთა უფლებების დაცვის გარანტიების დადგენა და საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან; პროფკავშირების განცხადებას კანონპროექტის ინიციატორმა უპასუხა.