იმიტირებული სასამართლო პროცესი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და „იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ მხარდაჭერით, იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა. სტუდენტური კონკურსი „ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იმიტირებული პროცესი 2026“ კონკურენციის სამართალს დაეთმო. მონაწილეებმა იმუშავეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ანტი-კონკურენტული შეთანხმებები, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და კონცენტრაციის კონტროლი. კონკურსი წერილობითი და ზეპირი ეტაპებისგან შედგებოდა და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოში ავტორიზებული 9 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, მათ შორის ოთხი რეგიონული, იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებულმა 84-მა გუნდმა – ჯამში 300-მდე სტუდენტმა. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული გუნდები სპეციალური პრიზებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. „ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იმიტირებული პროცესი“ უკვე მერვე წელია ტარდება.