„პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“

2019-2020 წლებში გაერო-ს 16 სააგენტო საქართველოში სხვადასხვა პროექტებზე ჯამში 100 მილიონ დოლარზე მეტს დახარჯავს. მომდევნო 2 წლის პრიორიტეტებზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ პრეზენტაცია წარადგინა. მთავარი აქცენტები დემოკრატიულ მმართველობაზე, დასაქმებაზე, საარსებო პირობების შექმნაზე, სოციალურ დაცვაზე, განათლებაზე, ჯანდაცვასა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე გაკეთდა.

გასული წლის შეჯამებისას კი მიღწევებს შორის რამდნიმე მიმართულება გამოიყო, მათ შორის: საპარლამენტო მმართველობის გაძლიერება, თამბაქოს კონტროლი, შრომის კანონმდებლობის გაუმჯობესება და შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებების დეპარტამენტის შექმნის გადაწყვეტილება. პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი დაესწრო.