თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე
31 მაისი თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც დარგის ექსპერტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიმდინარე გამოწვევები და მიღწევები განიხილეს. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. ღონისძიების ფარგლებში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს თამბაქოს კონტროლის გაძლიერების მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ. ჯანმოს უახლესი მონაცემებით, თამბაქოს მოხმარებისგან ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. საქართველოში ეს მაჩვენებელი წელიწადში 11 400 გარდაცვლილს აღწევს.