გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. საქართველოს რეზოლუციას სესიაზე 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. გაერო-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რეზოლუციის პროექტის მთავარი მიზანია, განხილული იყოს იმ ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომლებიც იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები ეთნიკური წმენდის შედეგად. საგარეო საქმეთა მინისტრი მხარდამჭერებს მადლობას უხდის.