მიგრანტების კრიზისი

ევროკავშირმა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დაძლია.

რამდენიმეთვიანი უთანხმოების შემდეგ ევროპის ქვეყნები მიგრაციული კრიზისის დაძლევის გეგმაზე შეთანხმდნენ. გადაწყვეტილების მიხედვით თავშესაფრის მაძიებლებისთვის ცენტრები როგორც ევროკავშირის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ნებაყოფლობით მოეწყობა. რამდენიმე ქვეყნის გასხვავებული პოზიციის გამო საერთო კონსენსუსის მიღწევა არცთუ მარტივი აღმოჩნდა.