განათლების და მეცნიერების განვითარების 10 წლიანი გეგმა

სკოლის პედაგოგებმა დღეს ხელფასების გაზრდის პირობა მიიღეს.

სფეროს 10-წლიანი განვითარების ხედვა ამჯერად განათლების მინისტრმა წარმოადგინა. სტრატეგია სკოლამდელი და ზოგადი განათლების სისტემაში სიახლეების დანერგვას გულისხმობს. პრიორიტეტად ცხადდება მასწავლებლების კვალიფიკაციის ზრდა, რისთვისაც მათი პროფესიული განვითარების სქემა გადაიხედება. ხედვა ავტონომიურობის გასაზრდელად სკოლის მართვის ახალი მოდელის შემუშავებას და კრიტიკული აზროვნების ხელშესაწყობად სასწავლო გეგმაში ცვლილებებს გულისხმობს. მინისტრი პირობას დებს, რომ 5 წელიწადში ინფრასტრუქტურული პრობლემები ყველა სკოლაში მოგვარებული იქნება. დაანონსდა სკოლების სავალდებულო ავტორიზაცია. იგეგმება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებაც. 10-წლიანი განვითარების გეგმა პროფესიული განათლების და მეცნიერების კუთხითაც არაერთ სიახლეს მოიცავს.