განათლების მინისტრის შეხვედრები რეგიონებში
განათლების მინისტრი მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა. ისაუბრეს მიმდინარე რეფორმებსა და გეგმებზე. მინისტრის თქმით, რეფორმის განხორციელებაში მშობლები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.