შეხვედრა მოსწავლეთა მშობლებთან

განათლების მინისტრმა იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრები გამართა. გივი მიქანაძემ მშობლებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ და რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელ ინიციატივებზე მათთან ერთად იმსჯელა.