განათლების მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

12:10, 16.04.2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ნიუ-იორკში გაერო-ს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარებისა და სერვისების გაუმჯობესების მიზნით, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ინიციატივები გააცნო.

ფორუმი გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა და ის მიზნად ისახავდა 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობასა და ამ პროცესში ახალგაზრდების როლის გაძლიერებას. ახალგაზრდული ფორუმის 2026 წლის თემაა — „ინოვაცია, ერთიანობა და ტრანსფორმაცია: ახალგაზრდები ქმნიან გზას 2030 წლისკენ“. ფორუმში 100-მდე ქვეყნის ახალგაზრდობის მინისტრი, სფეროს ლიდერი და ახალგაზრდა დელეგატი მონაწილეობდა.

მსგავსი