განათლების მინისტრის შეხვედრა გორის უნივერსიტეტში

15:25, 11.03.2026

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების რეფორმაზე ისაუბრეს. აკადემიურ პერსონალს განათლების მინისტრი შეხვდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, სტუდენტთა კვოტების გადანაწილებაზე, სტუდენტთა მობილობასა და აკრედიტაციის სტანდარტებზე. ისაუბრეს იმ მიმართულებების განვითარებაზე, რომელსაც გორის უნივერსიტეტი განახორციელებს.

მსგავსი