განათლების მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

21:46, 16.04.2026

ნიუ-იორკში გრძელდება განათლების მინისტრის ვიზიტიც. გივი მიქანაძე  გაეროს ბავშვთა ფონდის სათავო ოფისში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, ომარ აბდის შეხვდა. განიხილეს განათლების სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, მიმდინარე ერთობლივი პროექტები და 2026-2030 წლების პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო და UNICEF განათლების სისტემის გაძლიერებისთვის ერთობლივ ინიციატივებს განახორციელებენ. მინისტრის თქმით, მალე იგეგმება წლიური სამუშაო გეგმის დოკუმენტის გაფორმება, რაც არსებულ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს და ახალ ეტაპზე გადაიყვანს. გამორჩეულ პრიორიტეტად დასახელდა განათლებაში ხელოვნური ინტელექტის  ინტეგრირება.  შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს  მზადყოფნა პარტნიორობის გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის.

მსგავსი