შეხვედრები უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში

18:40, 27.02.2026

უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, შეხვედრებს აგრძელებს განათლების მინისტრი. დისკუსია გაიმართა ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გივი მიქანაძემ, ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და აკადემიურ პერსონალს, რეფორმის მიმდინარეობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. ყურადღება გამახვილდა როგორც შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული ახალი პროგრამების განვითარებაზე, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე.

მსგავსი