8 მარტი – განათლების მინისტრი ხანდაზმულთა თავშესაფარს ესტუმრა
განათლების მინისტრი ხანდაზმულთა თავშესაფარს ესტუმრა და ქალბატონებს 8 მარტი მოულოცა. გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, თავშესაფარში მცხოვრები ლუარა სარიშვილი, რომელიც 30 წელი სკოლაში პედაგოგად მუშაობდა, წლების შემდეგ, სკოლას დაუბრუნდება.