შეხვედრა განათლების რეფორმის ფარგლებში
განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდა. საუბრის თემა, უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის მიმართულებები იყო. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერებაზე, აკადემიური პროგრამების განვითარებაზე, სტუდენტთა კვოტების განაწილებასა და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობაზე. შეხვედრაში მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ასევე თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში, პლატონ კალმახელიძე მონაწილეობდნენ.